შენი ხმით.
თბილი, ტრადიციული თუ მხიარული — თავად აირჩიე, როგორ გაჟღერდეს შენი სათქმელი.

სუფრაზე შენი ჯერია?
აირჩიე შემთხვევა, გაგვიზიარე შენი ამბავი და ერთად მოვამზადოთ სიტყვა, რომელსაც შენი სათქმელი ექნება.

ქორწილში ნათქვამი და მოსაგონარი სიტყვა სხვადასხვა განწყობას მოითხოვს. თამადა ითვალისწინებს შენ მიერ არჩეულ შემთხვევას — რომ სათქმელს შესაბამისი ტონი ჰქონდეს.
რისთვის ვიკრიბებით და ვის ვუძღვნით სიტყვას?
აირჩიე თემა, ტონი და ხანგრძლივობა. სურვილისამებრ დაამატე სახელები, მოგონება ან სურვილი.
წაიკითხე მომზადებული ტექსტი, მოუსმინე და შეცვალე ისე, როგორც შენ იტყოდი.

თბილი, ტრადიციული თუ მხიარული — თავად აირჩიე, როგორ გაჟღერდეს შენი სათქმელი.

მოირგე ტექსტის ზომა, მოუსმინე სიტყვას და შეინახე რჩეულები. შენახულ ტექსტს ინტერნეტის გარეშეც წაიკითხავ.

გაიცანი თამადობის ხელოვნება, მოამზადე სუფრის რიგი და შეარჩიე ქართული სიმღერები შენი შეკრებისთვის.

ხელოვნური ინტელექტი სიტყვის მომზადებაში გეხმარება. სახელები და მოგონებები შეგიძლია არ მიუთითო. პირველ გაგზავნამდე აპი თანხმობას გთხოვს, მიღებული სიტყვა კი შეგიძლია თავისუფლად შეცვალო.
კონფიდენციალურობის პოლიტიკაშედი Apple-ის ანგარიშით, აირჩიე სუფრის შემთხვევა, თემა, ტონი და სიტყვის ხანგრძლივობა. ტექსტის შექმნას ინტერნეტი სჭირდება. მიღებული სადღეგრძელო გადაამოწმე და მოარგე შენს სათქმელს.
ახალ ანგარიშს ტექსტის შექმნის რამდენიმე უფასო ცდა მოჰყვება. დამატებითი ცდებისთვის შეგიძლია აირჩიო გამოწერა ან ცდების ერთჯერადი პაკეტი. ზუსტ ფასებსა და ლიმიტებს შეძენამდე აპში ნახავ. გამოწერა ავტომატურად განახლდება, თუ არ გააუქმებ.
მოწყობილობაზე შენახულ სადღეგრძელოებს ინტერნეტის გარეშეც წაიკითხავ. ახალი ტექსტის შექმნასა და YouTube-დან მუსიკის დაკვრას ინტერნეტი სჭირდება. ხმის მომზადება მოწყობილობაზე ხდება.
მოგვწერე hello@inasgroup.net-ზე. ანგარიშის წაშლა აპის პარამეტრებიდან შეგიძლია. Apple-ის გამოწერის მართვა და გაუქმება ცალკე, შენი App Store-ის ანგარიშიდან ხდება.